ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტში – ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემთხვევის შედეგად მძღოლი და 3 მგზავრი დაშავდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.











