ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა.
როგორც კლინიკაში „პრაიმტაიმნიუსს“ უთხრეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა მიღებული.
„უმძიმეს მდგომარეობაში შემოვიდა პაციენტი კლინიკაში. შემოყვანისთანავე ექიმებმა საკეისრო კვეთის ჩატარება გადაწყვიტეს. თუმცა, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ვერ მოხერხდა ბავშვის გადარჩენაც”,- აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











