ირკვევა, რომ ანაკლია-განმუხურის ცენტრალურ გზაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები „რაგბის კლუბი ზუგდიდის“ მოთამაშეები იაკობ ოთხოზორია და ლევან მაქაცარია არიან. ინფორმაციას ამის შესახებ „რაგბის კლუბი ზუგდიდი“ ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ერთი ახალგაზრდა 17 წლის ზურაბ ესართია ემსხვერპლა. ახალგაზრდები თანაკლასელები იყვნენ.
სამივე ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით ინფორმაციით, „მერსედესის“ ტიპის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სამივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მყოფი მეოთხე პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ახალგაზრდა ქართველი სპორსტსმენები, რომლებმაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულეს











