ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონა ანასტასია აბაშია თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.
ამის შესახებ „ევექსის“ კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაშავებული გოგონა წუხელ შეიყვანეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ქვეითად მიმავალ გოგონას სოფელ პირველ გალში, სახლთან ახლოს ავტომანქანა დაეჯახა.
მძღოლი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
ავტორი: თეა შონია











