გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ერთმანეთს, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი, ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული პირები, საგარეჯოსა და გურჯაანის საავადმყოფოებში მოათავსეს.
ამ დროისათვის, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურია.
შეჯახების შემდეგ, ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეფერხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სსკ 276- ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











