ავსტრალიაში, ფრეიზერის კუნძულზე ხანძრის გავრცელების გამო ხელისუფლება მოსასხლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
კუნძულზე ოქტომბრის შუა რიცხვებში ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა. ცეცხლმა 83 000 ჰექტრზე მეტი ტერიტორია გაანდგურა.
ხანძარი კუნძულზე 6 კვირაზე მეტია მიმდინარეობს. ხანძრის ქორბას ხელს უშლის უწყვეტი სიცხეები და მშრალი ნიადაგი.
ფრეზერის კუნძული მსოფლიოში უდიდესი ქვიშის კუნძულია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. კუნძლზე 200-ზე ნაკლები მუდმივი მაცხოვრებელია.










