ავსტრალიის ქალაქ პერტში 5 დღიანი ლოქდაუნი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც საკარანტინო სივრცის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
პერტში 10 თვის განმავლობაში კოვიდის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამიტომ მთავრობამ ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით ლოქდაუნი გამოაცხადა.
მთავრობის განკარგულებით ქალაქში დაიხურება სკოლები, რესტორნები, ბარები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები. ქალაქის ყველა მცხოვრებმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე.











