ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა.
თელავი-ახმეტის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.











