მასიური ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე. რუისი-გორის მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც შეფერხება შექმნა.
შეჯახების აცილების მიზნით უკან მომავალმა მანქანებმა მანევრირება სცადეს თუმცა ლიპყინულის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ. დაზიანებულია 15-მდე მანქანა, რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. შემთხვევის შემდეგ საგზაო ტექნიკამ გზის გაწმენდა დაიწყო.











