თბილისის მერიის ცნობით, მუნიციპალურ ტრანსპორტში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება. ამასთან, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების ვალდებულება.
„პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.











