თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
BMW – ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. დროებით შეფერხდა საავტომობილო გადაადგილებაც.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 – ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











