რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კასპის მუნიციპალიტეტში.
ხანდაკი-ხოვლის დამაკავშირებელ გზაზე შემთხვევის შედეგად 49 წლის კაცი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: თათია გოლოშვილი











