ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა. მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. შემთხვევის გამო დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი.
შს-მ აღნიშნულ ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას გულისხმობს.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











