ზემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და დისტრიბუციის მანქანა შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით 5 პირი დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.











