ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
მაღალი სიჩქარით მიმავალი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: თეა შონია











