თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. უბედურ შემთხვევას 27 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა, მსუბუქი ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
მან ავტომანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად მიღებული ტრამვებით, ახალგაზრდა მამაკაცი, ადგილზე, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
ავტორი:ხათუნა გულიაშვილი











