ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ოთხი მგზავრი დაშავდა.
ერთი გადაყვანილია კლინიკაში, ხოლო სამმა, რომლებიც მსუბუქად იყვნენ დაშავებულები, სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვეს.
შემთხვევა დღეს მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.











