ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბაგრატიონისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეს მოტოციკლი შეეჯახა.
დაშავებული მრავლობითი ტრავმებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებულს ამ წუთებში კვლევები უტარდება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











