ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოზარდი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ვეჯინში მოხდა.
„პრაიმნიუსის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.
ავტომანქანაში მყოფი, დაშავებული მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა.
ექიმების განმარტებით, მას შესაბამისი კვლევები უტარდება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











