ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ,,მერსედესისა“ და “ჰონდას” მარკის ავტომანქანა შეეჯახა. აღნიშნული შემთხვევის შედეგად ,,მერსედესის” მძღოლი და მეორე ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი დაშავდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.











