აზერბაიჯანში სკოლები და საბავშვო ბაღები იხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ APA ავრცელებს.
კერძოდ, ბაქოში, სუმგაიტსა და აბშერონის რეგიონში V-IX კლასების მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ.
მოსამზადებელი კლასების მოსწავლეები სკოლაში კვირაში ორჯერ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი კვირაში სამჯერ ივლიან.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კოვიდით 232,123 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 3,180 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 226,654-ს შეადგენს.











