სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი – გუბადლი დაიკავა.
ეს განცხადება სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, არწუნ ჰოვანისიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, მოწინააღმდეგემ რამდენიმე მიმართულებით წინ წაწევა შეძლო.
„ხვალ ჩვენ განახებთ ამ ტერიტორიებს ინტერაქტიული რუკის მეშვეობით“, – განაცხადა ჰოვანისიანმა.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან არ წყდება.











