სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვანისიანის განცხადებით, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის არმიის ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელთაგან ორი სომხეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მისი თქმით, მთიან ყარაბაღში მე-5 თაობის ომი მიმდინარეობს და ერთი პოზიციის ან სიმაღლის აღება გამარჯვებას არ ნიშნავს, რადგან სიტუაცია სწრაფად იცვლება.
სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩრდილოეთის მიმართულებაზე აზერბაიჯანის არმიის წინსვლა შეჩერდა და ყველაზე სასტიკი ბრძოლები ამჟამად სამხრეთის მიმართულებაზე მიმდინარეობს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნის არმიამ ჯებრაილის რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთბა 27 სექტემბრიდან დაიძაბა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, საბრძოლო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.











