აზერბაიჯანმა კორონავირუსის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 28 დეკემბრის 06:00 საათამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას apa ავრცელებს.
21 ნოემბერის 00:00 საათიდან 28 დეკემბრის 06:00 საათამდე პერიოდში, შაბათ-კვირის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წყვეტს მოძრაობას.
იკრძალება მომსახურების სერვისები ყველგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა.











