კოვიდის ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკის, კომუნიკაციის, სოციალური, ფინანსური, ტურიზმისა და სხვა სფეროს დაწესებულებებში დასაქმებულია ადამიანების 80 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს.
ასევე ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომ სამთავრობო სტრუქტურების, საავადმყოფოებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების თანამშრომლები ვაქცინის პირველი დოზით აიცრან.