კახეთში კორონავირუსით “ბადაგონის” დირექტორის მოადგილე, 37 წლის გელა სააკაშვილი გარდაიცვალა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ცხოვრობდა იყო.
ექიმების განმარტებით, სააკაშვილი კლინიკაში, 10 დეკემბრიდან მკურნალობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანისთანავე მძიმე იყო, რადგან პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ამის გარდა, ინფიცირებულს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.
სექტემბრიდან დღემდე, კახეთში კორონავირუსით 59 პაციენტია გარდაცვლილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











