თბილისის მუნიციპალიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება საბავშვო ბაღების დროებით დახურვასთან დაკავშირებით კერძო ბაღებს არ შეეხება და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სააღმზრდელო პროცესის წარმართვას.
ასევე, შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედ საბავშვო ბაღებზე და ისინი ამ ეტაპზე ჩვეულებრივ განაგრძობენ მუშაობას.










