ბაღდადის ე.წ. „მწვანე ზონაზე“ სარაკეტო იერიშს ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ხუთი ადამიანი.
ამის შესახებ „როიტერი“ ერაყის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიასაშუალების ცნობით, სარაკეტო დარტყმის სამიზნეს აშშ-ის საელჩო წარმოადგენდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, სულ მცირე ოთხი რაკეტა ჩამოვარდა ერაყის დედაქალაქის „მწვანე ზონაში”, სადაც დიპლომატიური მისიები და სამთავრობო შენობებია განლაგებული, კიდევ სამი შენობა კი „მწვანე ზონის“ გარეთ. შედეგად დაიღუპა ბავშვი, ხუთი ადამიანი კი დაშავდა.











