წვიმის წყლისგან დასველებულია როგორც შიდა, ასევე გარე, ტაძრის შესასვლელი კედლები.
„ძვირადღირებული სპილენძის გადახურვის მიუხედავად, რომელიც წესით მყარი გარანტია უნდა იყოს წყლის შეკავების, რადიკალურად სხვა ვითარება მივიღეთ. 9 წლის წინ გადახურულ ტაძარში ჩემდა სამწუხაროდ, წყლის ჩადინების ძალზე ბევრი კერა გაჩნდა. წელს დავიწყებთ კვლევას და გამოსასწორებელი ღონისძიებების დაგეგმვას”,- წერს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე ავრცელებს.
ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. ძეგლზე ჩატარებული არასწორი სარესტავრაციო სამუშაოების გამო, იუნესკომ ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო, რომლის ნაწილიც ის 1994 წლიდან იყო.











