აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფედერალური მუშაკებისთვის ვაქცინაციის წესების გამკაცრებას გეგმავს.
გეგმის მიხედვით, აშშ-ში ფედერალური უწყებების და ჯანდაცვის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ამასთან, ფედერალურ მუშაკს არ ექნება შესაძლებლობა, ვაქცინაციის ნაცლად რეგულარულად წარადგინოს კორონავირუსის ტესტის პასუხი.
სავალდებულო ვაქცინაციის მსგავსი სტანდარტი გავრცელდება ყველა ისეთი კონტრაქტორი კომპანიის პერსონალზე, რომელიც ფედერალურ მთავრობასთან თანამშრომლობს.
როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, გეგმის მიზნებია: აუცრელების ვაქცინაცია; ვაქცინირებულების დაცვის გაძლიერება ე.წ. ბუსტერ-დოზებით; სკოლებში სასწავლო პროცესის შენარჩუნება; ტესტირების გააქტიურება და პირბადეების ტარების მოთხოვნა; ეკონომიკის აღდგენა; კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობა.











