აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯერჯერობით თავს გამარჯვებულად არ აცხადებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ხმის დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იქნება.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„მე აქ იმისთვის არ ვარ, განვაცხადო, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, არამედ იმისთვის, რომ გაცნობოთ: გვჯერა, როდესაც ხმის დათვლა დასრულდება, გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
FOX NEWS-ის ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.
აშშ-ს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების განაწილების პრინციპი შტატების მიხედვით











