„პანდემიის დასასრულს არ მივახლოვებივართ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ვირუსი გავრცელებას კვლავაც განაგრძობს და ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხს ჰგონია დასასრულს მივუახლოვდით და აღარ იცავენ წესებს. მაგრამ გულწრფელად გეტყვით: პანდემიის დასასრულს არ მივახლოვებივართ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სანამ ყველ არ აიცრება, აუცილებლად უნდა დავიცვათ შესაბამისი პრევენციული წესები. დავიბანოთ ხელები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.











