აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს აიძულებს, რომ ადამიანის უფლებებს პატივი სცეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„რამდენიმე კვირაში, ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტს შევხვდები და საკმაოდ მკაფიოდ დავანახებ ჩვენს პოზიციას, რომ არ მოვითმენთ და მას ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენების საშუალებას არ მივცემთ“,- აცხადებს ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება.











