აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენინ განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება ფლორიდასა და სხვა ადგილებში, ტრამპის მიერ პანდემიაზე წარუმატებელი რეაგირების ინდიკატორია. ინფორმაციას washingtontimes-ი ავრცელებს.
„საქმე იმდენად ცუდადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა, საზოგადოებაში პირბადე ატაროს. მოხარული ვარ, რომ მან აზრი შეიცვალა. ბატონო პრეზიდენტო, ეს არასაკმარისია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.











