CNN ცნობით, დონალდ , მაიკ პენსი, ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება.
რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ მზად იყო ცერემონიაზე დასასწრებად და მოწვევას ელოდებოდა. ბაიდენმა უპასუხა, რომ მოხარული იქნებოდა თუ ნახავდა მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს ინაუგურაციაზე.
„ჩვენთვის პატივი იქნება თუ მაიკი ინაუგურაციაზე იქნება და განვაგრძობთ ტრანზიციაზე მუშაობას.“ – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, კაპიტოლიუმზე თავდასხმისას, მაიკ პენსი შენობიდან საგანგებოდ გამოიყვანეს. ამას წინ უსწრებდა მისი განცხადება, რომლითაც თქვა, რომ ბაიდენის პრეზიდენტად გაფორმებას ხელს ვერ შეუშლიდა, რამაც ტრამპი გააღიზიანა.
ვაშინგტონში ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.









