წუხელ გვიან ღამით კურორტ ბახმაროზე მისასვლელი გზა გაიხსნა. ყველა ადამიანი თავისი ავტომობილებით, რომლებიც კურორტზე ორი დღის მანძილზე იყვნენ ჩარჩენილები, ბახმარობან უკვე წამოვიდნენ.
შეგახსენებთ, დიდთოვლობის გამო ბახმაროზე მისასვლელი შემოვლითი გზა გუშინ დილიდან ჩაიკეტა. კურორტზე 200-მდე ადამიანი ჩარჩა, მათ შორის არასრულწლოვანებიც. არ იყო დენი, ამოეწურათ საკვების მარაგი და ადგილობრივ მთავრობას დახმარებას სთხოვდნენ.
ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები, მობილიზებული იყო სპეც ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი










