დღეს ბაკურიანის გაზგამანაწილებელ სადგურზე „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დღეს სარემონტო-აღდგენით სამუშაოებს გეგმავს.
„მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს 10:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ბაკურიანის მომხმარებლებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, – ნათქვამია განცხადებაში.











