„ბარსელონას“ ერთ-ერთ ფეხბურთელს, სერხი რობერტოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ვირუსი უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე მიმდინარეობს და ინფიცირებული სპორტსმენი სახლის პირობებში მკურნალობს.
კატალონიურ კლუბში ყველა კონტაქტ თვალს ადევნებენ, თუმცა სხვების ინფიცირების რისკი დაბალია, რადგან ფეხბურთელი ტრავმის გამო 21 ნოემბრის შემდეგ გუნდთან არ ყოფილა.
სეზონის დაწყების შემდეგ ეს „ბარსას“ პირველ გუნდში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შეთხვევაა.











