ასადმა, მაისში ჩატარებულ არჩევნებში 95.1%-ის მიღების შემდეგ, პრეზიდენტის ფიცი უკვე მეოთხედ დადო. ოპოზიციის პროტესტისა და განცხადებების მიუხედავად, ასადი ქვეყნის პირველი პირი მომდევნო 7 წელი იქნება.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები არალეგიტიმური და გაყალბებულია. ბაშარის ფიცის დადების ცერემონია სირიის დედაქალაქ დამასკოში, საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.
არჩევნები მხოლოდ დამასკოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარდა და მას დამოუკიდებელი დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ. ბაშარ ალ ასადი ქვეყანას უკვე 21 წელია მართავს.











