საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერზე პირველ კომენტარს აკეთებს.
28 წლის კალათბურთელმა ესპანელ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ესპანურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს და მოსკოვურ გრანდში გადასვლას არ განიხილავს.
„ბასკონიასთან“ კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და სხვა კლუბში გადასვლაზე არ ვფიქრობ. ახლა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაზე ვარ კონცეტრირებული.
მიმაჩნია, რომ „ბილბაო ბასკეტთან“ გასამართი მატჩი ძალიან რთული იქნება და გამარჯვების მოსაპოვებლად 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს“, – განაცხადა შენგელიამ.
ბოლო რამდენიმე დღის განავლობაში უცხოურ სპორტულ გამოცემებში აქტიურად იწერებოდა ქართველი კალათბურთელის მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შესახებ. ესპანური, ბერძნული, თურქული და რუსული გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ თორნიკე შენგელიამ რუსულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
28 წლის შენგელია „ბასკონიას“ შემადგენლობაში 2014 წლიდან თამაშობს.











