ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სხვადასხვა მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს
შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ავარიის გამო მოძრაობა შეზღუდული იყო ბათუმის მიმართულებით. ციხისძირში კი ტრაილერს გარე განათების ბოძი დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია.
ავტორი:ნაირა ქობულაძე











