ბათუმის ინფექციური საავაფმყოფო ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა აჭარაში, სადაც არასრულწლოვანი კოვიდინფიცირებული პაციენტები გადიან მკურნალობის კურსს. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 38 პაციენტი იმყოფება. ამათგან ცხრა არასრულწლოვანია. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
„დღეს საავადმყოფოში 38 კოვიდდადასტურებული პაციენტი გვყავს. აქედან 9 არასრულწლოვანია, ყველაზე პატარა ერთი წლის და ორი თვისაა. ყველა არასრულწლოვანი მშობელთან ერთად იმყოფება საავადმყოფოში. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობითაა და დამაკმაყოფილებელია.
12 პაციენტი გვყავს პნევმონიით. ოთხი სტაციონარში მოლოდინის რეჟიმშია. 12 ამბოლატორიულად ელოდება პასუხს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს ორი პაციენტი გადაგვყავს საკარანტინე სივრცეში. კლინიკა მუშაობს სრული დატვირთვით. თავისუფალი ადგილები არ გვაქვს“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ციური აბულაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











