სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, „პისიარ“ გამოკვლევა N3 პენიტენციური (ბათუმის) დაწესებულების მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ.
დაწესებულებაში მყოფი 52 მსჯავრდებულიდან 31-მა გაიარა ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.
„ცხადია, პატიმრებს ტესტირება ნებაყოფლობით უტარდებათ და თუ რომელიმე მათგანს ამის სურვილი არ აქვს, ძალდატანებით ტესტს ვერავინ ჩაუტარებს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.











