ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამავე კლინიკის მოქმედი ექიმი ბენო ჭელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი რესპუბლიკური საავადმყოფოში მკურნალობდა.
საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით სულ ოთხი ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე.
ავტორი: ნიარა ქობულაძე











