ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც მხოლოდ კოვიდდადებითი ორსული პაციენტები არიან მოთავსებული, ამ ეტაპზე სამი ახალშობილია. ამათგან ერთი კოვიდ 19-ით არის ინფიცირებული, ხოლო ორი კოვიდუარყოფითია.
როგორც კლინიკის დირექტორი ნუგზარ პაპავა „პრაიმტაიმნიუსთან” აცხადებს, კოვიდინფიცირებული ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში შვიდი ახალშობილი დაიბადა. ამათგან.მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კივიდ 19. ერთი ნაადრევი მშობიარობა იყო და ბავშვი კლინიკა „მედინაში“ არის გადაყვანილი.
სამი კოვიდუარყოფითი ახალშობილი უკვე გაეწერა კლინიკიდან, ვინაიდან დედები გამოჯანმრთელდნენ.
ამ ეტაპზე კლინიკაში სამი ახალშობილია. სულ გვყავს 32 პაციენტი. აქედან ორის მდგომარეობა საყურადღებოა.
დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელის“- აცხადებს ნუგზარ პაპავა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











