ბათუმის სამშობიარო სახლში ორი კოვიდინფიცირებული ახალშობილი იმყოფება. როგორც კლინიკის დირექტორი, ნუგზარ პაპავა „პრაიმტაიმტაიმნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ახალშობილებს ტესტირება 1 ოქტომბერს ჩაუტარდათ და გუშინ დაუდასტურდათ ვირუსი.
„კლინიკაში გვყავს ორი კოვიდინფიცირებული ახალშობილი. ერთი ქალბატონი 28 სექტემბერს, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ახალშობილთან ერთად, სხვა კლინიკიდან შემოიყვანეს. მეორე ქალბატონმა კი ჩვენს კლინიკაში 30 სექტემბერს იმშობიარა.
როგორ დედების, ასევე ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ახალშობილები და დედები იზოლირებულად იმყოფებიან ბოქსირებულ განყოფილებებში.
სულ ამ ეტაპზე კლინიკაში, ამ ორი ქალბატონის ჩათვლით, 18 პაციენტი გვყავს. აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. დანარჩენის დამაკმაყოფილებელი.
ასევე, გვყავს ორი 38 კვირის ორსული. ამ ეტაპზე საკეისრო კვეთის აუცილებლობა არ არსებობს“,- განაცხადა ნუგზარ პაპავამ.
ავტორი- ნაირა ქობულაძე