ამ წუთებში ბათუმის სტადიონთან აქცია იმართება. აქციის წევრები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.
„ჩვენ მოვედით გახარიასთან შესახვედრად. გვაქვს კონკრეტული კითხვები. იმ დროს, როცა საავადმყოფოში ადამიანები კვდებიან, ითხოვენ შველას, ადგილები არ არის, ამ დროს გახარია ჩამოდის და საზეიმოდ ხსნის სტადიონს.
ადამიანების ბედით კი არ ინტერესდება, პრობლემებით და არსებული მძიმე ეპიდმდგომარეობით, სტადიონია პრიორიტეტული. იხარჯება მილიონები, მაგრამ ვერ მართავენ სიტუაციას. ვერ მართავენ ეპიდემიას და ადამიანები იღუპებიან. გაგვცეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, სად წავიდა მილიარდები, რატომ ვერ მართავენ სიტუაციას. ყველაფერი კონტროლის ქვეშააო რომ ამბობენ. 24 საათში 20-ზე მეტი ადამიანი კვდება, ეს არის კონტროლი და ყურადღება?“- აცხადებს “ალტერნატივას” ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











