fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბათუმში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ 

15:34 მარტი 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

„გააჩერეთ!“, „აბა ფულის კეთების დრო დამთავრდაო?“, „შეჩერდეს ამბასადორის მშენებლობა“ – ამ სახის ლოზუნგებით აჭარის განათლების სამინისტროსთან საზოგადოება „ბათუმის“ ინიციატივით ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები აჭარის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილისგან ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ მიერ წარმოებული 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებასა და გაცემული ნებართვის კანონიერების შესწავლას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ მშენებლობაზე თანხმობა აჭარის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.

აქციის მონაწილეებმა განათლების მინისტრს საკითხის მოსაგვარებლად პარასკევამდე ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოს მიმართავენ, პარალელურად კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. არ გამორიცხავენ ასევე კარვების გაშლასა და პროტესტის უკიდურეს ფორმებს.

„ვაძლევთ პარასკევამდე დროს, რათა მიიღოს მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება. შემდგომ კი აქტიურად შეისწავლოს აღნიშნული ნებართვის დოკუმენტაცია, სადაც არის კანონდარღვევა სააგენტოს ხელმძღვანელობისა და საბჭოს მხრიდან. დღევანდელი მოთხოვნა არის, პარასკევისთვის შეჩერდეს აღნიშნული გადაწყვეტილება და ამის უფლებამოსილება აქვს მინისტრს, დროებით შეაჩეროს ეს მშენებლობა, სანამ მოხდება დოკუმენტაციის შესწავლა.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნულ საქმეში არის არაერთი კანონდარღვევა, რომლის გამოსწორება შეუძლია მინისტრს. თუ არა, ჩვენ შემდგომ მივმართავთ სასამართლოს და ამავე დროს იგეგმება ფართომასშტაბიანი აქციები“,- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნათია აფაზავამ.

შეგახსენებთ, ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ იანვარში გასცა, რასაც არაერთი ხმაურიანი აქცია მოყვა.

მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ბათუმში 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: აქციაბათუმი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ 21 დეკემბერს აქციას გამართავს

დეკემბერი 13, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა? – რატომ აღარ იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები

დეკემბერი 3, 2021
890
საზოგადოება

სუს-თან აქცია „სუს-ტემა“ უნდა დაინგრეს იმართება

ნოემბერი 30, 2021
837

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია