ხმაური და დაპირისპირებაა ბათუმის ბილვარში, სადაც საზოგადოება „ბათომი“ აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობის აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბულვარში მრავალსართულიანი მშენებლობა დაუშვებელია.
აქცის მინაწილეებმა 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს მშენებლობის შესაჩერებლად და ეს ხელმოწერები მშენებლობის ღობის მიღმა გადაყარეს.
შემდეგ კი ღობის მორღვევა და ტერიტორიაზე შესვლა სცადეს.
მშენებლობიდან აქციის მონაწილეებს სმშენებლო მასალა გადაასხეს.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, კულტურული მემკვიდრეილობის დაცვის სააგენტომ პროექტის მშენებლობას თანხმობა მისცა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











