ბათუმში 8 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადმოვარდა.
მოზარდი ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება. ის შოკურ მდგომარეობაშია.
8 წლის მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა შეიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.











